ბევრ დავალებას შეგიძლია გაუმკვლავდე არ დაწერით, მაგრამ უფრო სასარგებლო ხერხს იხილავთ ...
1) პირველი რისი გაკეთებასაც გირჩევთ არის ის, რომ შეარჩიოთ ერთი ადგილი სადაც იმეცადინებთ, ანუ ადგილი არ უნდა იცვალოთ ყოველ დღე.

2) შემდეგ ამ ადგილს მოაშოროთ ზედმეტი “ხარა-ხურა” რაც ყურადღებას დაგიფანტავთ.

3) კარგი იქნება თუ იმეცადინებთ მზის შუქზე (თუ შესაძლებელია), რადგან გამოკვლევებით დადგინდა, რომ ახალგაზრდები მზის შუქზე უფრო მარტივად მეცადინეობენ.

4) უსმინეთ მუსიკას. ზოგი ამბობს რომ მუსიკა არ შეიძლება, მაგრამ პირიქითაა, მეცადინეობისას შენი საყვარელი მუსიკა გაგამხნევებს და ტვირთს შეგიმსუბუქებს... (ზოგისთვის ხელის შემშლელიცაა...)

5) შეისვენეთ. თუ ფიქრობთ რომ შესვენება ტყუილი დროის ხარჯვაა, შემცდარხართ. 15 წუთში ერთხელ მაინც შეისვენეთ. კარგი იქნება თუ ღრმად ისუნთქებთ. ეს უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაშიც კი თუ დაღლილი არ ხარ (გონებას დასვენება არასდროს აწყენს)

7. თუ გიჭირთ რაიმე გაკვეთილის დამახსოვრება, მთავარი ნაწილები ჩაინიშნეთ (მაგ.: “ურდუს ანბანში შედის 38 ასო”)
აი ამ ცოტა რჩევების დახმარებით შეძლებთ თქვენი დავალების შემსუბუქებას
იმედია გამოგადგებათ




ზი ენდ :  ) 


წყარო: უცნაური 



0 comments to როგორ გავუმკლავდეთ ბევრ დავალებას უფრო ადვილად... რჩევები...

Post a Comment